რეზონანსი
05.07.2023

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე პასუხი აგოს.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დადასტურებულად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და თუ რამე იქნებოდა დაბრკოლება, ეს კანონის არაღსრულებაა. არავინ უარყოფს, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს. როგორ წარმოგიდგენიათ, კანონის უზენაესობას რა ფასი აქვს და ვინ დაიცავს კანონს, როცა ხედავენ, რომ ადამიანი დანაშაულს სჩადის და შემდეგ ხდება აპელირება, რომ იცი, დანაშაული კი ჩაიდინა, მაგრამ კანონი არ უნდა აღსრულდეს. მაშინ, რა ფასი აქვს სამართლებივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას?", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×