რეზონანსი
05.07.2023

სამწუხაროდ ვხედავთ, რომ წელიწად -ნახევრის განმავლობაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაფუჭება ხდება. სრული­ პასუხისმგებლობით შემიძლია თქვა, რომ ამაში „ქართული ოცნების" წილი არის ძალიან დიდი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებამ" უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო.

„ჩემთვის საქართველო-უკრაინას შორის ასეთი დაბალ ნიშნულზე ურთიერთობები სამწუხაროა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მე ეს მიხარია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ და უკრაინა ვიყოთ ნამდვილად ძალიან ახლოს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაფუჭება ხდება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამაში „ქართული ოცნების" წილი არის ძალიან დიდი", - აღნიშნა დეკანოიძემ.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას - როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაზე ჰუმანური ნაბიჯი უკრაინისთვის მისივე მოქალაქის - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება იქნებოდა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, მას არ ჰგონია, რომ ამ ეტაპზე, „სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე „ქართულ ოცნებაზე" ვინმემ რაიმე განსაკუთრებული ზემოქმედება შეძლოს".

„მთავარი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაზე ჰუმანური ნაბიჯი იქნებოდა უკრაინის მოქალაქის უკრაინისთვის დაბრუნება, მისი ჯანმრთელობის მკურნალობა უკრაინაში, ასევე, მათ შორის, უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან შესვლა," - აღნიშნავს დეკანოიძემ

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთ გზად „ქართული ოცნების" ხელისუფლების დამარცხება ესახება.

„თუ ვინმეს სჭირდება პოლარიზაცია და რადიკალიზაცია ეს არის ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი გზავნილი იქნება პროპაგანდისთვის საკვები, ამიტომ მე ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთ გზად მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება მესახება, რაც ძალიან მალე უნდა მოხდეს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×