რეზონანსი
06.07.2023

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა აღნიშნა, რომ მეუფე შიოს სამშაბათს ესაუბრა და მას ავადმყოფობის შესახებ არაფერი უთქვამს.

„მეუფე შიოს წინა კვირაში შევხვდი, პარასკევს თუ ხუთშაბათს. ახლა სამშაბათს ტელეფონზე ველაპარაკე მამა კირიონთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ და სამი დღის წინ მე არაფერი გამიგია და ახალი რამე თუ მოხდა არ ვიცი. ვინც ამას იძახის, იმას ჰქონდა სამედიცინო დასკვნა. მე პირადად მეუფეს სამშაბათს ვესაუბრე და არ უთქვამს, რომ მოწამლული ვარ, ავად ვარ და ერთ დღეში თუ რამე მოხდა არ ვიცი“, - აღნიშნა იოანე გამრეკელმა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×