რეზონანსი
06.07.2023

საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, ხმაურია.

კერძოდ, ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიის წევრების მიმართულებით ქვებს ისვრიან. მისივე თქმით, მათზე თავდასხმა „ქართული ოცნების" ორგანიზებულია.

„ეს არის სუს-ის, „ქართული ოცნების", რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ქვებს ისვრიან", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×