რეზონანსი
06.07.2023

ეს ყველაფერი არის გუნდურობისა და ძალიან დიდი შრომის შედეგი. როგორც, ბიჭების მოედანზე თამაშის დამსახურებაა, ასევე, ჩვენი დიდი მოთამაშეების კავშირის, ვინც დღევანდელ დღემდე რაგბი მოიტანა, - ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის" წევრმა, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ განაცხადა.

დავით კაჭარავამ ქართული რაგბის წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი წინსვლა მიულოცა.

„ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც წლების მანძილზე გვერდში გვიდგანან და დღევანდელ დღეს გულმოდგინედ და ემოციურად ელოდებოდნენ, მინდა ყველაფერი მოვულოცო", - აღნიშნა დავით კაჭარავამ.

ცნობისთვის, საქართველო ევროთასების ტურნირზეა. „შავი ლომი" პირველი ქართული პროფესიული კლუბი ხდება, რომელიც ევროპის „ჩელენჯ" თასზე ითამაშებს.

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ადმინისტრაციამ ის ცნობილ ევროპულ გუნდებს შორის გამოარჩია და წელს ტურნირზე მიიწვია. გადაწყვეტილებას წინ საქართველოსა და ევროპის რაგბის კავშირს შორის ინტენსიური ერთწლიანი მოლაპარაკება უძღოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×