რეზონანსი
06.07.2023

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში, პენსიონერებთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება რუსული პარტიის მიერ დაორგანიზებული „ტიტუშკების" თავდასხმების დროს, თუ ვინმე გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას, არიან ჟურნალისტები, ოპერატორები

ხაბეიშვილი მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის.

„რუსული პარტიის მიერ დაორგანიზებული "ტიტუშკების" თავდასხმების დროს, თუ ვინმე გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას, არიან ჟურნალისტები, ოპერატორები.

სამწუხაროდ, პუტინისტების აგრესია მათზეც ვრცელდება და რიგ შემთხვევაში ფიზიკურადაც უსწორდებიან. დღეს, საგარეჯოშიც ასე იყო და მინდა თითოეულს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ გმირული შრომისთვის!

ქედს ვიხრი თქვენი თავდადებისა და უშიშრობის წინაშე", - წერს ხაბეიშვილი საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×