რეზონანსი
08.07.2023

ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჟორიკა რურუა, თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს.

მწვავე დაპირისპირება მეწილეებს შორის „ლისი ვანდერლენდი- ს" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს" ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალი-ს" გამო წარმოიშვა.

მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პირდაპირ ლობირებს და ითხოვს, რომ არ ჩაიშალოს „ლისი ვანდერლენდი- ს" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს" დასკვნითი ღონისძიება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ღონისძიების გამართვაში პარტიის სხვა ლიდერების დავალებით პირდაპირ არის ჩართული.

როგორც პოსტვ-ის განუცხადეს, ტერიტორიის დანარჩენი მეწილეები მიიჩნევენ, რომ ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, შესაბამისად არ სურთ პრაიდის გამართვა. ამის საპირისპიროდ, ჟორიკა რურუა მათ სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს და ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×