რეზონანსი
08.07.2023

სამწუხაროდ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობა, რაც კიდევ ერთი უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას რადგან მსგავსი ქმედებები და გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლა სწორედაც რომ რუსული ხელწერის ზუსტი ასლია, უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ ყოველ დღე უფრო და უფრო დაგვაახლოონ და დაგვამსგავსონ რუსეთს , - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელი" „პრაიდის ფესტივალის ირგვლივ დღეს განვითარებულ მოვლენებს.

"სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს ყოველგვარ ძალადობას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და უსაფრთხოების დაცვაა რასაც, მათივე შეფასებით, სამწუხაროდ, არათუ არ აკეთებს "ქართული ოცნება" არამედ თავად არის მოძალადე.

„სწორედ ამიტომ, საერთო ძალებით რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ რუსული ხელისუფლება საქართველოში და დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს, სადაც ყველა მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება იქნება კანონით გათვალისწინებული და დაცული.

ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართლსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ.

არა ძალადობას! ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×