რეზონანსი
09.07.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია.

კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს.

"უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატო-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ კი ეს, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ", - დაწერა კულებამ.

მან პარტნიორებს სთხოვა, უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ.

„ნატოს-თვის, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა გრძელდება და ის შეუფერხებლად გაგრძელდება", - განაცხადა კულებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×