რეზონანსი
09.07.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო-ს ლიდერებმა მომავალ კვირაში დაგეგმილ სამიტზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი უნდა განიხილონ, რადგან ალიანსის წევრების უმეტესობა "პირდაპირი დარტყმის ზონაში" აღმოჩნდება.

ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო "საკუთარი გადარჩენის" გეგმა - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემატური ზიანის მიყენება.

„ტერორისტული რეჟიმი. ახლა მათ დაიწყეს „საკუთარი ხსნის" გეგმა - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემატური დაზიანება. ნატო-ს სამიტზე მთავარი ყურადღება ამ თემას უნდა დაეთმოს. ბოლოს და ბოლოს, ალიანსის წევრების უმრავლესობა პირდაპირი დარტყმის ზონაში აღმოჩნდება", - აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნული კომენტარი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის პოსტის საპასუხოდ გააკეთე, რომელმაც დაწერა : „273 დღე მას შემდეგ, რაც პირველი დარტყმა მიაყენეს ყირიმის ხიდს რუსეთის ლოგისტიკის მოშლის მიზნით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×