რეზონანსი
09.07.2023

სუდანის ქალაქ ომდურმანში ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი სუდანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების" (RSF) განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია სახლები და დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

„„სწრაფი მხარდაჭერის ძალები" გმობენ უდანაშაულო მოქალაქეების დაბომბვას", - ნათქვამია განცხადებაში.

„სუდანის შეიარაღებულ ძალებში" (SAF) კი აცხადებენ, რომ ომდურმანში ოპერაცია ჩაატარეს, რამდენიმე მეამბოხის ლიკვიდაცია განახორციელეს და საბრძოლო მანქანები გაანადგურეს.

შეგახსენებთ, სუდანის შეიარაღებულ ძალებსა (SAF) და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის შეტაკებები აპრილში დაიწყო, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×