რეზონანსი
09.07.2023

კასეტური საბრძოლო მასალები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ისინი გარკვეულწილად ანაზღაურებენ ჩვენი ჭურვების დეფიციტს და ნაწილობრივ აღადგენენ თანასწორობას ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე - პროპორციული ძალით უნდა ელაპარაკო.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს ამ ტიპის საბრძოლო მასალას უკრაინაში, ეს მინიმუმ სამართლიანია და რეალურად რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო - პროპორციული ძალით", - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, 7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების ახალი, 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×