რეზონანსი
09.07.2023

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ისინი გარკვეულწილად ანაზღაურებენ მათი ჭურვების დეფიციტს.

გარდა ამისა, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ კასეტური მასალების გადაცემა სამართლიანი ნაბიჯი იყო, რადგან რუსეთს "მისთვის გასაგებ ენაზე" უნდა ელაპარაკო.

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს ამ ტიპის საბრძოლო მასალას უკრაინაში, ეს მინიმუმ სამართლიანია და რეალურად რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო - პროპორციული ძალით," - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი Twitter-ზე.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-მ უკრაინის დახმარების ახალი, 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×