რეზონანსი
09.07.2023

რამდენი დაუჯდა სააკაშვილის ოჯახს უოლტ სტრიტ ჟურნალის აღშფოთება" - ამირან სალუქვაძე

„6 თვეში გახდება ცნობილი რამდენი დაუჯდა სააკაშვილის ოჯახს უოლტ სტრიტ ჟურნალის აღშფოთება.

ეტყობა მესამე ლობისტური ხელშეკრულება ამოქმედდა.

ტექსტი თითქმის ყველას ერთი აქვს..." - წერს სალუქვაძე.

"მიხელ სააკაშვილი ამერიკის ყურადღებას იმსახურებს" - ამ სათაურით სტატია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე "ვოლ სტრიტ ჟურნალმა" გამოაქვეყნა.ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფასს თავისუფლების სიყვრულისა და პუტინის საწინააღმდეგო მმართველობისთვის იხდის. სტატიაშიი მიხეილ სააკაშვილი პროდასავლურ ხმად არის მოხსენიებული, რომელიც საქართველოში დააკავეს, ქვეყანაში, რომელსაც ახლა "პუტინი მართავს მარიონეტულად".

"მისი ნამდვილი დანაშაული არის სიყვარული თავისუფალი სამყაროს იდეალებისადმი და ამ ცოდვის გამო დასავლეთმა უნდა გადაარჩინოს იგი ნებისმიერ ფასად", - წერს "ვოლ სტრიტ ჟურნალი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×