რეზონანსი
09.07.2023

გიორგი ბაჩიაშვილს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან, - საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბის" ინფორმაციით, ეს სიტყვები კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელ ადვოკატს ეკუთვნის.

რობერტ ამსტერდამი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი" დაინტერესდა, რა სახის საჯარო პოლიტიკური აქტივობებსა თუ განცხადებებს შესაძლოა გულისხმობდეს ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტებს არ ეფუძნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები თავადაც არ წარმოუდგენიათ.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბის" ჟურნალისტებმა გიორგი ბაჩიაშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციები შეისწავლეს. სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი არცერთი პოლიტიკური ხასიათის საჯარო განცხადება არ ფიქსირდება, უფრო მეტიც წლების განმავლობაში ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს ძირითადად მისი კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესახებ ინფორმაციას უზიარებდა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი" ფოტო-კოლაჟსაც ავრცელებს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს მოიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×