რეზონანსი
15.07.2023

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ა,მიტომ გადაწყვიტა საქართველოში შემოპარვა. მისი საქართველოში ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ის საპატიმროში წასასვლელად არ შემოსულა საქართველოში, ის ფიქრობდა რომ სცენაზე დადგებოდა და არა იქ, სადაც დღეს არის. მაგრამ ამ ყველაფრის უკან რაღაც მიზანი დგას ან რაღაცისთვის კეთდება ეს ყველაფერი და არის კითხვა - რა არის ეს და რატომ ასეთი ქმედებები. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ქართული სახელმწიფო ზიანდება, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია, რადგან კამპანია, რომელშიც უამრავი თანხა იხარჯება, რომ სააკაშვილის სახელით შეურაცხყონ საქართველო და ეს ადამიანი გამოყენებულია ამისთვის.

იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის საქართველოში ტრანსპორტირება მოხდა, მაშინ ყველა აქტიურად საუბრობდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, რუსეთი უკრაინაში აგრესიას განახორციელებს. ეს მოულოდნელი თემა აღარ იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამ სიტუაციაში სააკაშვილის ტრანსპორტირება საქართველოში, მისი მცდელობა, რომ არჩევნების დროს რაღაც აერიათ - ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს - ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. მე არ ვიცი ამ მიზნებში თუ გეგმებში ვინ მონაწილეობს, მაგრამ ფაქტები ასე გვკარნახობს, რომ ამ ყველაფრის უკან კარგი ინტერესები არ დგას და ეს ინტერესები საქართველოს კეთილდღეობისკენ მიმართული არ არის", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×