რეზონანსი
15.07.2023

2023 წლის ივნისში თბილისში 3 643 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 7%-ით აღემატება 2022 წლის ივნისის მაჩვენებელს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და კვადრატულ მეტრზე 1 162 დოლარს გაუტოლდა (+26% წ/წ).

„თიბისი კაპიტალის" ცნობით, ამავე პერიოდში, გასაქირავებელმა ფასმა კვ.მეტრზე 12.5 დოლარი შეადგინა, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, კვლევის თანახმად, ტრანზაქციების და გასაყიდი ფასის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, ბაზრის მოცულობა წლიურად 29%-ით გაიზარდა და 279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×