რეზონანსი
16.07.2023

ახალციხეში, 9 აპრილის წუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გზაზე ბავშვების გადარბენამ გამოიწვია.

,,სამნი ყოფილან, გზაზე უცებ გადაურბენიათ ბავშვებს, ორი გადავიდა და ისევ გადმოვიდნენ გზაზე, მესამეს ვეღარ მოუსწრია და დასჯახებია, მძიმედ არისო თქვეს" - ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევა დაახლოებით 23 საათისთვის მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×