რეზონანსი
20.07.2023

ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპოზიციამ ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავს თავს, „დროა" - არა, - ამის შესახებ „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, ყველაფერს გააკეთებს, რომ „დროას" საარჩევნო განაცხადი პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავს თავის თავს, „დროა" - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც" საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს", - წერს ელენე ხოშტარია.

როგორც ცნობილია, „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×