რეზონანსი
20.07.2023

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სანქციების აღნიშნული პაკეტი, რომელიც პირველად შემოიღეს 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

სანქციები ახლა მოიცავს სექტორული ზომების ფართო სპექტრს, მათ შორის შეზღუდვები ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებსა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე.

შემზღუდავი ზომები ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაზიდვის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიის მაუწყებლობისა და ლიცენზიის შეჩერებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×