რეზონანსი
20.07.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში", "ვივამედში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნულ ინციდენტს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლონელი ექიმების დასკვნის დისკრედიტაციისთვის იყენებს.

„მიხვდნენ პოლონელი ექიმები რა დასკვნასაც დადებდნენ, სააკაშვილს რომ შეხედავ რა მდგომარეობაშია, გასაგებია რა დასკვნასაც დადებენ, ეს დასკვნა რომ რამენაირად გააბათილონ და ფასი დაუკარგონ ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რომ ჩვენ აწი აღარ შევუშვებთ, აღარ შევამოწმებინებთ და ეს დასკვნა უკვე ყალბია. რატომ არის ყალბი? დავუშვათ და ჰქონდა იმ კაცს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცი სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა, ამ კაცის ბებიის. საიდან ვიცით, რა მტკიცებულებებით?

არეულია აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლებელია ამას სერიოზული სამართლებრივი შეფასება მისცე. მე პირადად ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ არის. დალუქულ ნიმუშთან ამას შემხებლობა არანაირი არ ჰქონია და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად აზრი, შინაარსი და ეფექტი დაუკარგოს იმ დასკვნას, რომელიც შესაძლებელია დადონ პოლონელმა ექიმებმა", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×