რეზონანსი
29.07.2023

ჩინეთთან ურთიერთობას ძალიან ბევრი ქვეყანა ესწრაფვის ამ ქვეყნებს შორის არიან ძლიერი სახელმწიფოები, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„როდესაც ამ ქვეყანასთან ამყარებ ურთიერთობას სტრატეგიულ დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, თვითონ ჩინეთი როგორ უყურებს საქართველოს. როგორც ჩანს, ჩინეთმა ძალიან სწორად განსაზღვრა ჩვენი სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდგომარეობის წარმოჩენა და მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ისინი სიამოვნებით ფიქრობენ საქართველოსთან თანამშრომლობაზე, რაც სერიოზულად წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას და ჩვენი სატრანზიტო როლის წარმოჩენას არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×