რეზონანსი
29.07.2023

თითქოს, ახალი არაფერი უთქვამს [სერბეთის პრეზიდენტს], მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები", რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ", ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი, „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე".

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, „მეორე ფრონტი" დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს.

„ვშიშობ, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია წაგება. ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და დასძინა, რომ „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე".

თითქოს და ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები", რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ", ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს. არ მოხსნილა დღის წესრიგიდან „მეორე ფრონტი" და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს", - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×