რეზონანსი
29.07.2023

დიახ, საქართველოს გაცხადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აღმოსავლეთთან, ასევე დასავლეთთან. საქართველოს ისტორიული და მიმდინარე დანიშნულება არის სტრატეგიული დამაკავშირებელი იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში ისტორიულია და მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს.

„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მნიშვნელოვანი, ორი მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკაში. მათი ურთიერთობა არ არის სწორხაზოვანი, მათ გადაკვეთის ბევრი წერტილი აქვთ და, მათ შორის, სხვადასხვა საკითხი, სადაც აქვთ თანამშრომლობის ფორმატები ან რაღაც უხერხულობები. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ თავად შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი არის ჩინეთი და არა მხოლოდ ევროკავშირის, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების. არ გააჩნია ალტერნატივა იმას, რომ საქართველომ გააღრმაოს ურთიერთობები აღმოსავლეთთან, მათ შორის ჩინეთთან", - აღნიშნა წილოსანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×