რეზონანსი
29.07.2023

წინასწარ გაგვიჭირდება საუბარი, ჩინეთთან კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ურთიერთობა შექმნის თუ არა წინაპირობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინეთის მხარის დაინტერესება იყოს. თუმცა, მივესალმებით ყველა იმ მსხვილ მოთამაშეს მთლიანად ამ გადაზიდვების სისტემაში, რომელიც ანაკლიის პორტის შეუფერხებელ და სრული დატვირთვით მუშაობას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა, შესაძლოა თუ არა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთის მხარესთან იყოს რაიმე საუბარი.

„იმედი გვაქვს მალე გამოვლინდება, რა ფორმებით გაგრძელდება ანაკლიის პორტის მშენებლობა. გეთანხმებით, რომ ანაკლიის პორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ამ დერეფანში, რადგან მისი ტვირთბრუნვა და სიმძლავრეები ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ტვირთები იყოს კარგად მომსახურებული. წინასწარ გაგვიჭირდება საუბარი, ჩინეთთან კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ურთიერთობა შექმნის თუ არა წინაპირობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინეთის მხარის დაინტერესება იყოს. თუმცა, მივესალმებით ყველა იმ მონაწილეს, მსხვილ მოთამაშეს მთლიანად ამ გადაზიდვების სისტემაში, რომელიც ანაკლიის პორტის შეუფერხებელ და სრული დატვირთვით მუშაობას უზრუნველყოფს. ჩინეთი ასეთი აქტორი ნამდვილად არის, რადგან იცით, რომ ძირითადი ტვირთების ნაკადი სწორედ ჩინეთიდან მოდის. მაშინაც კი, როდესაც ხაზარაძის ჯგუფი განიხილებოდა, იყო ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტი ჩინური ჯგუფი. ამდენად, დაველოდოთ, როგორი იქნება შედეგები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით", - განაცხადა წილოსანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×