რეზონანსი
29.07.2023

ამ მაღალი დონის შეხვედრამ, რომელიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ჩინეთის რესპუბლიკაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელობას გლობალური პოლიტიკის მასშტაბით, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება იმ მოცემულობაში, როდესაც აშშ-ს, ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან, ამის გამო საქართველოს მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

„კონკრეტულად რა იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის მიღმა ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემადგენელი კომპონენტები - მკაფიო და ნათელი წარმოდგენა ამის შესახებ გვექნება იმ შეთანხმების გაფორმების შემდგომ, რომელიც უკვე მომავალში გაფორმდება და დაისახება კონკრეტული მიზნები. თუმცა იმას, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არის (და ეს ცივილიზაციური არჩევანი საუკუნეების განმავლობაში გვაქვს გაკეთებული) ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამას არც ჩრდილი ადგება, არც რაიმე კითხვის ნიშანი შეიძლება იყოს დასმული", - მიიჩნევს წილოსანი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×