რეზონანსი
29.07.2023

ნამდვილად სახელმწიფო ინტერესებში არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მთელი თავისი ფორმალური თუ არაფორმალური შემადგენლობით, არასოდეს იყოს აქტუალიზებული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მან 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის სტრატეგიაზეც ისაუბრა.

„ყველა მოქმედება, რომელსაც ოპოზიცია გაერთიანების თუ ინდივიდუალურ რეჟიმში ახორციელებს, გარკვეულწილად არასერიოზულია, იმიტომ რომ შედეგები მალევე დგება და ეს შედეგები ნამდვილად სასაცილოა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს და 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, გვაძლევს დამატებით ბონუსებს. დიდი სიამოვნებით დაველოდებით ამ პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნა წილოსანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×