რეზონანსი
03.08.2023

საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს და ქვეყნის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს და ქვეყნის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული, რომ 1-ელი აგვისტოდან აიკრძალება ექსპერტი და რეექსპორტი ამერიკული წარმოების ავტომობილების, ხოლო სექტემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ავტოტრანსპორტის.

„ამ ყველაფრის ფონზე არაერთი დეზინფირმაციული კამპანია გვახსოვს. ფაქტობრივად, ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იყო, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მიმართავდა. ფაქტია, რომ ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს ნახულობენ გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს და ისედაც შელახულ რეპუტაციად ბოლომდე უთხრიან ძირს",- განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×