რეზონანსი
03.08.2023

მთავარი რამ აკლია ამ ოპოზიციურ „ერთობას" თუ „გაერთიანებას", სინამდვილეში აკლიათ საზოგადოების მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ამავე დროს ხდება გამომზეურება საოცარი უპრინციპობისა, რომელსაც იქ გაერთიანებული პოლიტიკოსები იჩენენ. გვახსოვს, მაგალითად ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს. მიუხედავად ამისა, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე პოლიტიკური კონგლომერატია, რასაც ვამბობდით კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფდნენ აღმოჩნდა, რომ ეს ლანძღვა ყოფილა ფარსი და სინამდვილეში ისინი არიან ერთნი", - განმარტა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×