რეზონანსი
03.08.2023

ოპოზიცია ხიბლშია ჩავარდნილი, იციან, რომ ისინი მთავრობის რეალურ კაბინეტს ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებით თამაშობენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დისკრედიტირებულია.

„ცდილობენ, რომ საზოგადოების თვალში საკუთარი სტატუსი და ფასი რაღაცნაირად ასწიონ, თუმცა ამას ჩრდილოვანი კაბინეტი ვერ უშველის, რადგან ეს ადამიანები სრულიად დისკრედიტირებული არიან, მათ შორის იმის გამო, რომ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ლობისტებს ქირაობენ, რათა საქართველო დაასანქცირონ და ქვეყნის იმიჯი დააზიანონ", - განაცხადა სამხარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას" ეყოლება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისე ჩრდილოვანი კაბინეტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×