რეზონანსი
03.08.2023

რაჭაში მეწყერში მოყოლილი ადამიანები ადგილზე მაშველებს ელოდებიან. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მეწყერში ბავშვებიც არიან მოყოლილი.

"მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არაა. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო სანსეტ შოვი, სხვაგან რა ხდება არ ვიცი", - უყვება "მთავარ არხს" ადგილობრივი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რაჭაში შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×