რეზონანსი
10.08.2023

მწერალი არჩილ ქიქოძე მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას ეხმაურება და ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა ლომოურს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩემი სიყვარული და სოლიდარობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის მთელ გუნდს. ამ შენობის კარი არც ნატაშას მისვლამდე გამიღია და არც მაშინ გავაღებ, თუკი იქ საკუთარი საქმის ერთგული პროფესიონალების ნაცვლად კოლექტიური სოსო ჭუბურიძე დამხვდება", - წერს ქიქოძე.

ნატა ლომოური ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, უფლებამოსილების ვადა 4 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა სამინისტრო "დაჩქარდა".

მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანება უკვე გამოიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×