![](rubrics/rubs22/artc187428/a1692556930.jpg)
საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. თეიმურაზ (თემო) გოცაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1971-1983წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად; 1986-1988წწ. იყო თბილისის "მხატვრის სახლის" დირექტორი; 1988-2005წწ. საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში;
მისი ძირითადი ნამუშევრებია: "ლურჯა ცხენები"(1965), "დაბადება"(1965), "ეფემერები"(1966), "ჩემი საუკუნე"(1980), "ჩემი თბილისი"(1987), "სულიერი საქართველო"(1991); მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა(1998), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი(1980, თბილისი); პერსონალური გამოფენები: თბილისი(1976), მოსკოვი, ნიუ-იორკი, სან-დიეგო(1989), თბილისი(2003); ფერმწერი, პროფესორი(1996). 1998 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით,1989 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია,1989 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.