რეზონანსი
22.08.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უარყო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დმიტრო კულებამ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისათვის გაწეულ მხარდაჭერას. მისი აზრით, ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიომ ისწავლა წარსულის შეცდომებზე".

ამიტომ, მან აღნიშნა, რომ უკრაინა „არ მოაწერს ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც1940 წელს ფინეთთან დაიდო" - მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ფინეთმა თავისი ტერიტორიის ნაწილი საბჭოთა კავშირს დაუთმო.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შანსი მიიღოს სხვა სამშვიდობო პირობები, ვიდრე ეს სსრკ-ფინეთის ომის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ან 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგად მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×