რეზონანსი
22.08.2023

სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა. მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. ის უკვე დაკავებულია-მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

თვითმხილველის თქმით, როდესაც ადგილზე მივიდა ქალმა ქმარს მიმართა რომ თავი დაენებებინა და სწორედ ამ სიტყვების შემდეგ გარდაიცვალა.

მისივე თქმით, კაცი სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობდა და აგრესიული იყო და მეუღლეზე ხშირად ეჭვიანობდა.

"მე როდესაც მივედი ძირს ეგდო, უკვე დარტყმული ჰქონდა დანა. მიდი მგონი მოვკალიო, მითხრა კაცმა. როცა მივედი თავს დასტრიალებდა ეს კაცი, ამ ქალმა ქმარს უთხრა - წადი თავი დამანებეო და დაიღუპა. ერთ სიტყვა ეგ თქვა და მაშინვე დაიღუპა. სახლის წინ ბეტონზე ეგდო საწყალი. სულ უსიამოვნება ჰქონდათ, რამდენჯერმე წაიყვანა პოლიციამ, საგიჟეთში ჰყავდათ, ცოტახნით უმკურნალეს და გამოუშვეს. ამის გამოშვება არ შეიძლებოდა ძალიან აგრესიული იყო, ცოლზე ეჭვიანობდა ", - განაცხადა ეთერ ჩეგურიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×