რეზონანსი
22.08.2023

სარფში ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ო.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ცეცხლსასროლი იარაღი და 40 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×