რეზონანსი
28.08.2023

პაველ ასტახოვი, რომელიც 2009-2016 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებებში, რუსულ TASS-თან აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

Tass-თან ასტახოვი ამბობს, რომ ის საქართველოში სომხეთის საზღვრიდან შემოდიოდა და აქედან თურქეთში გადასვლას აპირებდა ნოეს კიდობანთან დაკავშირებული ფილმის გადასაღებად. მისი თქმით, საბოლოო დანიშნულების ადგილი თურქეთში მდებარე მთა არარატი იყო.

"სპასის გადამღებ ჯგუფთან ერთად სომხეთში გადავიღეთ მასალა ფილმისთვის ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ, ჩვენ ვკვეთდით სომხეთ-საქართველოს საზღვარს, რათა ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იყო დაგეგმილი გადაღებები. მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაგვაჩერეს თითქმის შვიდი საათით, ჩამოგვართვეს საბუთები და დაათვალიერეს ყველა პირადი ნივთი, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა პროტოკოლზე ქართულ და ინგლისურ ენეზე და საბოლოო ჯამში, ფილმის რეჟისორთან ერთად, ტრანზიტზე საერთოდაც უარი გვითხრეს"- განაცხადა რუსულ მედიასთან ასტახოვმა.

მისი განცხადებით, შემთხვევა პარასკევს, 25 აგვისტოს მოხდა და ახლა უკვე თურქეთში არიან, სხვა გზით შესულები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×