|

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილი პედაგოგების შერჩევის პროცესი ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სხვა გამორჩეული პროფესიებისა, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდეს. მასწავლებელს ხაზგასმით, განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების აღზრდაში, ასევე ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ღვაწლმოსილი, დამსახურებული, გმირი მასწავლებლებისთვის ვიწყებთ სხვადასხვა მხარდამჭერი და დამხმარე, სოციალური, ფინანსური და პრესტიჟის ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდამჭერ მექანიზმებს. პირველი გახლავთ ეს. სიმბოლურად 27 ოქტომბერი შეირჩა, ეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის და პედაგოგიკის ფუძემდებლის. სიმბოლურია, რომ ამ დღეს განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ნომინაციაში ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები გამოვლინდებიან, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით. ამ ეროვნული დღისთვის, სპეციალურად შექმნილია სამკერდე ნიშანი. სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამის კრიტერიუმებს, კრიტერიუმები იქნება ზოგადი ხასიათის - ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ წელს სწავლის პროცესში განსაკუთრებულ მიდგომაში, სხვადასხვა სწავლის მეთოდის დანერგვაში, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენაში, მშობლებთან ურთიერთობაში, სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შევაგროვებთ სკოლის მასწავლებლების ისტორიებს. ფართო ინკლუზიური კომისიის შემადგენლობაში გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შევლენ. ერთობლივად მოხდება საუკეთესო ისტორიებისა და მასწავლებლების გადარჩევა და, შესაბამისად, მათი დაჯილდოება. ამ პროცესს ხვალიდან დავიწყებთ", - განაცხადა ამილახვარმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|