|

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე". „ევროპის საბჭო, ისევე როგორც ევროკომისია, ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, რომელიც არის ქვეყნებისგან შემდგარი ფორუმი. მასში წარმოდგენილია 27 ქვეყანა. დამაბნეველია, თუ მათ ერთმანეთში შეთანხმებული არ აქვთ გარკვეული ტერმინოლოგია და ერთმანეთთან ნასაუბრები არ ჰქონიათ. შარლ მიშელმა, 2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო, ევროკომისია ამბობს, ყველაფერს მუშაობის მიხედვით განვსაზღვრავთო. ათეული წლებია, კანდიდატის სტატუსის მომხრე ქვეყნები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მსჯელობა მიმდინარეობს და დამაბნეველი გადაწყვეტილებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ დავიბნეთ. ვიცით, რა გვინდა და ჩვენს პოზიციაზე ვართ - ამჯერად გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ინტენსიური მუშაობის გაგრძელება, რათა ახლო პერიოდში ევროკავშირის ღირსეული წევრები გავხდეთ", - აღნიშნა ვოლსკიმ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|