|

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია „ქრონიკასთან" იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. „ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბუნდესტაგში და შემდეგ კი ბუნდესრატში მოხდება მისი განხილვა. დიდი ალბათობით, დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის აღიარება და შედეგი იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი წარმატებებისა, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში ვაღწევთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ეს არის ასევე წინაპირობა იმისთვის, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური დასაქმების პირობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. როგორც კი იქნება კანონპროექტი მიღებული, გაფორმდება მიგრაციის შესახებ შეთანხმება, სადაც მოხდება ცალკეული სფეროების იდენტიფიცირება და ამ სფეროებში იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი დასაქმების ლეგალური ბაზა", - განაცხადა ელჩმა. გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას და მათი განაცხადების დაჩქარებული წესით გადახედვას ემსახურება.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|