რეზონანსი
31.08.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივას - 27 ოქტომბერის მასწავლებლის ეროვნული დღედ დაწესებას ეხმაურება.

"მინდა გამოვეხმაურო და მივესალმო საქართველის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონ გიორგი ამილახვარის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას - ამიერიდან 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა პრემიაც.

ადამიანებს თუ რამ გაგვაჩნია საუკეთესო, ეს არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი მშობლებისა და წინაპრებისაგან.ასევე, ლომის წილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია და ძალისხმევა ჩვენს აღზრდასა და განათლებაში.

მე მიხარია, რომ ეს ძვირფასი ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიდნენ, ასწავლიან ჩემს შვილებსაც. ზოგიერთ მათგანს ახსოვს მამაჩემის თაობაც პირველ სკოლაში. მინდა ვიმედოვნო, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, გამორჩეული და დაფასებული პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოვებულნი," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×