რეზონანსი
01.09.2023

შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება არც გაფართოებაზე და არც იმ დასკვნებზე, რომლითაც ახალი წევრები უნდა მიიღონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის სამი მაღალი თანამდებობის პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, ეს ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირში ერთიანი მიდგომა არ არსებობს.

„შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება არც გაფართოებაზე და არც იმ დასკვნებზე, რომლითაც ახალი წევრები უნდა მიიღონ. ევროკავშირში სამი მაღალი თანამდებობის პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს და ამაზე მეტი მტკიცებულება რა გვინდა, როდესაც ვამბობთ, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი მიდგომა. ობიექტურად თუ მიუდგებიან საქართველოს, ის დღემდეც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს". - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×