რეზონანსი
01.09.2023

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ კონსტიტუციური თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა, - ამის შესახებ ბრიუსელში, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის აღძვრასთან დაკავშირებით.

„კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა არის ვალდებულება არა მხოლოდ ყველა კონსტიტუციური თანამდებობის პირის, არამედ ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი წინაპირობა. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ევროპულ მომავალსაც და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს განვითარებას. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ კონსტიტუციური თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა. რა თქმა უნდა, პროცედურები განხორციელდება კანონის შესაბამისად და ამას გვაჩვენებს შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურების გადაწყვეტილებები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×