რეზონანსი
01.09.2023

ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო „ქართულ ოცნებას", ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასე შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები.

„ასე სასწრაფოდ შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები. ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო "ქართულ ოცნებას," ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით, რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი. ახლა წარმოიდგინეთ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დასრულების შემდეგ კი შეიძლება ხმაც დაკარგონ და ენაც ჩაუვარდეთ. ისე ჩვენში დარჩეს ცოტა თქვენი ბრალიც არის სალომე ზურაბიშვილის არეულ-დარეული კარიერა, ჰო და იქნებ ურჩიოთ თვითონ გადადგეს. არც ის იქნება ურიგო თუ თქვენისთანა სუბიექტებიც დატოვებენ ევროპარლამენტს, მინიმუმ ევროპარლამენტის სახელის გაალამაზებთ, რომელიც ფაქტია, რომ საკმაოდ დააზარალეთ", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×