რეზონანსი
01.09.2023

უკრაინის პარტნიორებს ესმით, რომ კონტრშეტევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რომ უკრაინული კონტრშეტევის სისწრაფის კრიტიკოსებმა მებრძოლ ჯარისკაცებზე უნდა იფიქრონ.

„როგორია ეს, როდესაც მისიიდან ბრუნდები, ტელეფონს იღებ, ხსნი მას და ჭკვიანი ხალხის ნააზრევის კითხვას იწყებ, რომლებიც ამბობენ როგორი ნელი ხარ და არასაკმარისად კარგად გამოგდის?! ამ წამს ორი მეგობარი დაკარგე. შენ ლამის მოგკლეს. კილომეტრი მუცლით იხოხე, რათა ველი განგენაღმა. საკუთარი თავი გაწირე - სასტიკ ბრძოლაში, დაწყევლილი რუსული სანგარი აიღე და შემდეგ კითხულობ, რომ ვიღაც ამბობს: „ბიჭებო, ძალიან ნელები ხართ!" - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, "ესმით, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის."

„და მათ ესმით, არანაირი ტრაგედია და რამე შენელება არ არის. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს რთულია. ეს რთული ბრძოლაა", - აღნიშნა კულებამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×