|

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ნიუ-დელიში მიმდინარე G-20-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს, ჯგუფის ლიდერებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციას სამიტის მონაწილე თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს სურსათისა და სასუქის რუსული ექსპორტის დაზღვევის შემსუბუქებასა და საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად SWIFT-ის სისტემაში მოსკოვის ხელახალი ჩართვისკენ მოუწოდებს. მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტთან დიალოგის შემდეგ, „დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნები რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან სურსათის დაუყოვნებლივ და შეუფერხებელ მიწოდებას დათანხმდებიან და განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში, არსებული საჭიროებებისთვის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამენ. შეგახსენებთ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სანქციების შერბილების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას არ განიხილავენ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|