რეზონანსი
26.09.2023

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ლაზარე გრიგორიდისს მზარდაჭერას აცხადებს:

„20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ. ასაკს ხაზს სულაც არ ვუსვამ ისე უბრალოდ. კი, ასაკს აქვს მნიშვნელობა ქცევის ფსიქოლოგიაში. მოზარდობაში თხილი თუ მოიპარეთ, დიდებს ხომ აღარ გაგიკეთებიათ იგივე. ასაკის მიუხედავად კი, მთავარი აქ ისაა, რომ ბრალი თუ არ უმტკიცდება, რა გამოდის? თვითმიზანია მისი ციხეში ყოფნა? უკეთესი მიზნების დასახვა შეუძლებელია ნეტავ?

პ.ს. სანამ ვინმე ბრალეული გგონია, კამათი შესაძლებელია პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. როცა ბრალის დამტკიცების გარეშე ვინმე ციხეში რჩება, კამათი სიბრიყვეა, რადგან სამართლის ხარვეზი საყოველთაო საფრთხედ გადაიქცევა. ისმინე მთავრობის მხარდამჭერო-ც", - დაწერა ფანჯიკიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×