რეზონანსი
26.09.2023

მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა, რომ შარშან, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება იყო როგორც სტრატეგიული, ისე პოლიტიკური შეცდომა, ვფიქრობ, ამის გააზრებით, წელს სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება ევროკავშირი სტატუსის მინიჭების საკითხს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არანაირი მიზეზი სტატუსის არ მინიჭების არ არსებობს. თუ ვინმეს უნდა საბაბი მოძებნოს, ყოველთვის შეძლებს მოძებნოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პასუხისმგებლობით მოქმედება. ამიტომ გვაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. რადგანაც გვაქვს მხარდაჭერა. ვნახოთ, იმედია, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×