რეზონანსი
26.09.2023

ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის - სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შიდასაკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების მხარდაჭერის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ამით მოსალოდნელი კრიზისი აღკვეთეს.

„რეპრესიები არ არის, ეს თქვენი ინტერპრეტაცია. მე არ მაქვს ინფორმაცია შიდასაკადრო გადაადგილებებზე. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, პარლამენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღკვეთა ის მოსალოდნელი კრიზისი, რომელიც შეიძლება ზოგიერთი მონაწილის ინტერესებში შედიოდა, მაგრამ არ შედიოდა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში. ამიტომ ეროვნული ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას. დანარჩენზე უფლებამოსილი პირები ბანკიდან გააკეთებენ შეფასებებს და კომენტარებს," - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×