რეზონანსი
26.09.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო.

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას.

"მე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ შეხვედრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეხვდნენ [ერთმანეთს] და საბოლოოდ გადალახონ განხეთქილება ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×